Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | შიშისაგან ტროტუარზე დავემხე სახით... - რას ჰყვება ქართველი ემიგრანტი, რომელიც მანჰეტენის ტერაქტს შეესწრო
ambebi.ge
11 December 2017, 21:22
ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, თაიმს სქვერთან ახლოს მდებარე ავტობუსების სადგურზე დღეს აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად ბოლო ინფორმაციით, 4 ადამიანი დაშავდა. ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილმა სერიოზული, კიდევ სამმა პირმა კი - მცირე დაზიანებები მიიღო. პოლიციამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია უკვე მიანიჭა და ეჭვმიტანილის ვინაობაც დაადგინა. მანჰეტენზე მომხდარ შემთხვევას ქართველი ემიგრანტი ეკა წურწუმია შეესწრო, რომელიც AMBEBI.GE-სთან მომხდარს იხსენებს:

"სამსახურში მივდიდიოდ... მანჰეტენზე, ავტობუსების გაჩერებასთან უნდა მივსულიყავი, მაგრამ ყავის რიგში შევყოვნდი. გაჩერებიდან სულ რამდენიმე მეტრში საშინელი აფეთქების ხმა გაისმა... შიშისა და დაბნეულობისგან სხვა /* (c)AdOcean 2003-2017, Advertline.http:www.ambebi.ge.ambebi zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegexgjtpwgtix', {myMaster: 'JMAMEgzB7aCnHl4YFlohfVnNXPY7F8b2mm8Ixy9EHUf.t7' }); ვერაფერი მოვიფიქრე და ტროტუარზე დავემხე სახით. გარშემო მანქანები ერთმანეთის მიყოლებით გაჩერდნენ,  ავტობუსების ტერმინალიდან რამდენიმე პოლიციელი იმ მიმართულებით გარბოდა, სადაც აფეთქება მოხდა... ვიღაცამ დაიყვირა - არ ადგეთო. არ მახსოვს, რადენ ხანს ვიწექი ასე და რამდენმა ადამიანმა გადამირბინა ზედ... შემდეგ პოლიცია მოვიდა და რაღაც მიმართულება მიჩვენა - იქით წადიო" - იხსენებს ეკა წურწუმია.

მისივე თქმით, შემდეგ გაირკვა, რომ აფეთქება თვითნაკეთი ბომბით მოხდა და ინცინდენტის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა.

"ტერორისტი ბრუკლინში მცხოვრები, 27 წლის ბანგლადეშელი ყოფილა, რომელსაც "აისისთან" ჰქონდა კავშირი... აფეთქების ადგილზე პანიკა იყო. რამდენიმე წუთში, უამრავი პოლიციის მანქანა მოვიდა და ის ადგილი გადაკეტეს.  ცოტა ხანში ვერმტფრენიც გამოჩნდა... სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმმა რაღაცები მკითხა - წყალი დამალევინეს და სამსახურში წავედი, რადგან ჩემი ცვლა უკვე დაწყებული იყო..." - ამბობს ქართველი ემიგრანტი.

გავრცელებული ინფორმაციით, მეორე ტერაქტის მცდელობაც იყო, თუმცა, მისი აღკვეთა შეძლეს. ტერორისტი მეტროს სადგურში ცდილობდა აფეთქების მოწყობას, თუმცა, სამართალდამცავებმა ის უკვე დააკავეს... ნაპოვნია, რამდენი ცალი თვითნაკეთი ბომბი. ადგილზე იმყოფებოდა ექპერტიზის სამსახური და მეტროს სამი ხაზიდან, მგზავრების ევაკუაციაც მოხდა.

ლალი პაპასკირი
AMBEBI.GE
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი